სათესლე ჯირკვლის ტკივილი - უროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, დაახლოებით 3 თვის მანძილზე იშვიათად მაქ ტკივილები კვერცხების მიდამოში, დღეს აღმოვაჩინე რომ მაქ მარცხენა კვერცხის ქვეშ შედიდებული ძარღვი და მაინტერესებს უკვე კიბოა??
პასუხი:

მოგესალმებით,
სათესლე ჯირკვალი მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამიტომ, მისი ტკივილის დროს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დისტანციურად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
სათესლე ჯირკვლების ტკივილი შესაძლოა რიგი პათოლოგიების დროს განვითარდეს, მაგალითად:

  • ტრავმა;
  • ორქიტი (სათესლე ჯირკვლების ანთება);
  • ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება);
  • ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება);
  • სპერმატოცელე ( სათესლის ან მისი დანამატის ცისტა );
  • ჰიდროცელე (სათესლე პარკის ღრუში სითხის დაგროვება). 

ზოგჯერ კი შესაძლოა ხდებოდეს ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) სათესლე ჯირკვლებში. ეს პათოლოგიებია: 

  • პროსტატიტი;
  • თირკმლის ჭვალი;
  • რადიკულიტი;
  • ოსტეოქონდროზი.

გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. ექიმი უროლოგი სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
თვითმკურნალობას არ გირჩევთ, რადგან არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა, შესაძლოა დაავადება უფრო გაართულოს და შემდეგ მისი მკურნალობა უფრო ძნელი იქნება.
მოგახსენებთ, რომ პროსტატის  კიბო გამოხატულია ძირითადად, 45–დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში და საწყის სტადიაზე, რაიმე სპეციფიური სიმპტომი არ გააჩნია.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ უროლოგიურ დეპარტამენტში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ კვალიფიციური ექიმი–უროლოგის უფასო კონსულტაციით და მის მიერ დანიშნული კვლევები, აქციის ფარგლებში, ულტრათანამედროვე აპარატებით აღჭურვილ კლინიკაში ჩაიტაროთ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა