მოგესალმებით,
ზოგადად, სათესლე ჯირკვლის არეში ტკივილის დროს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, დისტანციურად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
სათესლე ჯირკვლების ტკივილი და სქესობრივი აქტის თანმხლები დისკომფორტი შესაძლოა რიგი პათოლოგიების დროს განვითარდეს, გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება.
ვვარაუდობთ ,რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ე.წ. ვარიკოცელეს ,რომლის დასადგენად აუცილებელად უნდა ჩატარდეს ექოსკოპია და დოპლეროგრაფია, სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომლის დროსაც, თუ საჭირო გახდება, ასევე უფასოდ ჩაგიტარდებათ ექოსკოპიაც.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოკლედ 1 წლის წინ მქონდა ასეთი პრობლემა სქესობრივი აკტის თავშეკავების გამო კვერცხები დამისია თითქოს საკვერცხეები სითხით ამევსო შემდეგ ვიმკურნალე გამწოვი წამლები დამინიშნეს და სქესობრივი აკტი ვიმკურნალე გამიარა. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ისევ დამეწყო ცოტა გასიება და სათესლე ჯირკვლებამდე ძარღვების გამაგრება. პლუს ამას სქესობრივი აკტი აღარ არის ისეთი მგრძნობიარე და სასიამოვნო დო ერექციაც ცოტა მიჭირს რა შეიძლება. იყოს შიდა ძარღვების ვარიკოზი თუ რაიმე დარჩა და არ გაუწოვია ბოლომდე იმ მკურნალობის მერე ?
პასუხი: