კითხვა: გამარჯობა, ბატონო შოთა ვარ 25 წლის რამდენადაც ვიცი კანის შეხორცებას ფიმოზი ქვია და მაინტერესებს როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში უსახსრობის გამო ამ ასაკამდე მოვედი, თანხა რა ჯდება ოპერაციის და რამდენად დაგვიანებულია ეს? და სირთულეს თუ წარმოქმნის ეს დაგვიანება? მაქვს ალფას დაზღვევა სამსახურის, თუ შეიძლება რომ დამაკვალიანოთ მადლობა დიდი
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:

  • მასკლეროზებელმა ლიქენმა;
  • ბალანოპოსტიტმა;
  • ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
  • ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.

არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.
რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის მოკვეთას ითვალისწინებს. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რაც ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას გულისხმობს.
ჩვენს კლინიკაში მანიპულაციის ღირებულებაა დაახლოებით 450--500 ლარი, სამწუხაროდ ოპერაციას არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
თუმცა, აუცილებლად მობრძანდით კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ხუთშაბათს, უროლოგ ბატონ შოთა ბუგიანიშვილთან უფასო კონსულტაციაზე, ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა