მოგესალმებით,
როგორც თავადაც გაეცნობოდით ინფორმაციას, ურემია ეს არის თირკმლების დაავადების დროს ორგანიზმის თვითმოწამვლა თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო.
არსებობს ურემიის ორი ფორმა:
- აზოტემიური;
- ეკლამფსიური.
ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
ამიტომ აუცილებელია, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შემდეგი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები:
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდ-სასქესო გზების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;
- რენტგენოგრაფია.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში უროლოგს, რომელიც შეკრებს ანამნეზს და დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, რის შემდეგაც დადგინდება თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ვიზიტისას შესაძლოა, დიაგნოსტირებაში ჩაერთოს ნეფროლოგი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!