კითხვა: გამარჯობა ვარ 15 წლის მაქვს მოკლე ლაგამი და ოპერაცია საჭიროა? ან ოპერაციის შემდეგ როგორ იქნება რა გვერდითი მოვლენები იქნება და ოპერაცია თუ არაა საჭირო როგორ შეიძლება მოგვარება და ოპერაციის შემდეგ საყურადღებო იქნება თუ არა მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს და კიდევ სად მოვიდე რო დეტალურად ჩავიტარო გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზი დამისვან მადლობთ წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
პენისის მოკლე ლაგამი, თანდაყოლილი დეფექტია, რომელიც იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, ვინაიდან ხდება ამ უკანასკნელის დაქაჩვა და დაჭიმვა.
თუ ლაგამის დაჭიმვა კრიტიკულია შეიძლება მოხდეს მისი ჩახევა, რასაც თან სდევს ძლიერი სისხლდენა. ამგვარი ვითარება საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას.
მინი-ოპერაცია კეთდება გეგმიურად, რომელიც გრძელდება 10 წუთი, კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
ოპერაციის შემდგომ ეტაპებსა და სხვა დეტალურ ნიუანსებზე, გაგესაუბრებათ უროლოგი, უშუალო ვიზიტისას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!