მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, წითელ ლაქებთან ერთად, თავს ხომ არ იჩენს სხვა სიმპტომები, მაგალითად: წვა ან ქავილი.
რაც შეეხება შარდვის ხშირ სურვილს, აქაც სასურველია დაგვიზუსტოთ, საკმარისია თუ არა გამოყოფილი შარდის რაოდენობა ყოველი მოშარდვისას.
ასევე, თუ შარდვა დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებასთან და დისკომფორტთან ეს უკვე დაავადების ნიშანია. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი სიმპტომების მიზეზი შარდ–სასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს როგორც ვენერიული, ისე შარდ-სასქესო გზების პათოლოგიით განპირობებული (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვა).
ხშირი შარდვის სურვილი შეიძლება ახლდეს თირკმელების, ურეთრის (შარდსადენი) ან წინამდებარე ჯირკვლის დაავადებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია გადაუდებლად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
უროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.ერთი კვირა რაც დამემართა რომ მოვშარდავ ისევ მინდა რა ჯანდაბა მჭირს თან წითელი ლაქები გამიჩნდა იქნებ გამარკვიოთ რა არის ეს.მადლობა წინასწარ
პასუხი: