კონსულტაცია უროლოგთან - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა. შარდის ბუშტში კრისტალები(მარილები) მაქვს მომატებული, რამდენიმე თვის უკან გავიკეთე ანალიზები და მკურნალობაც ჩავიტარე, შემდეგ გამიარა და აღარ მივსულვარ ექიმთან. ეხლა ისევ დამეწყო ტკივილები, არ ვიცი ზუსტად მგონი პროსტატის ჯირკვალიც მტკივა ან შარდის ბუშტი გადასცემს ტკივილს. დეპრესია და სტრესი მაქვს შეიძლება ეს იყოს გამომწვევი მიზეზი? ან რა გავაკეთო როგორ მოვიქცე? ექიმთან კონსულტაციის თანხაც არ მაქვს. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

შარდის საერთო ანალიზში მარილების (ფოსფატების, ურატების, ოქსალატების) ჭარბი შემცველობა კონკრეტულ დაავადებაზე იშვიათად მიუთითებს თუმცა, ხშირ შემთხვევაში თირკმელებში ქვების გაჩენას მოწმობს.

რაც შეეხება  პროსტატიტს, მას  ძირითადად იწვევს საშარდე ტრაქტში (ურეთრაში,ანუ შარდსადინარში , შარდის ბუშტში ,თირკმელებში და მათ შემაერთებელ მილებში) განვითარებული ბაქტერიული ინფექცია , რომელიც გადადის პროსტატაში.

პროსტატის ჯირკვლის ანთების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ისეთივე სიმპტომები, როგორიც დამახასიათებელია საშარდე გზების ინფექციისთვის.

აუცილებელია ჩაიტაროთ შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის დასაზუსტებლად.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენასა და ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნაში.

უროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა