პოლაკიურია ( გახშირებული შარდვა ) - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა გაკეთებული მაქვს პროსტატის ჯირკვალზე ოპერაცია ვარ 66 წლის ოპერაციამდეც ხშირი შარდვა მქონდა და ეხლაც და როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ შარდვა დაკავშირებულია უსიამოვნო შეგრძნებასთან და დისკომფორტთან ეს უკვე დაავადების ნიშანია. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ჩივილის მიზეზი მამაკებში შარდსასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს როგორც ვენერიული, გადაცემული სქესობრივი კავშირით, ისე შარდ-სასქესო გზების პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის ზრდით (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვა) განპირობებული .
ხშირი შარდვის სურვილი შეიძლება ახლდეს თირკმელების, ურეთრის (შარდსადენი) ან წინამდებარე ჯირკვლის დაავადებას.
თუ შარდის რაოდენობა ბევრია და შარდვას ტკივილი არ ახლავს, ეს შეიძლება იყოს უშაქრო დიაბეტის ნიშანი, შაქრიან დიაბეტის დროსაც არის ხშირი შარდვა, სხვა სიმპტომებთან ერთად, შარდკენჭოვანი დაავადებაც არის ხოლმე ამ ჩივილის მიზეზი.
ხშირი შარდვის პროვოცირება შეუძლია ალკოჰოლს, კოფეინს, მწვანე ჩაის ან შარდმდენ პრეპარატებს.
მამაკაცებში ხშირი შარდვა ხშირად დაკავშირებულია მცირედალკოჰოლური სასმელების (ლუდის) მოხმარებასთან.
თუ ხშირ შარდვას ახლავს დისკომფორტი უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გამწვავება, აუცილებელია ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა