ნეფროლითოტომია - უროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენს კლინიკაში თუ ტარდება თირკმლიდან კენჭის ამოღების (პერკუტანეული ნეფროლითოტომია) ოპერაცია. და რა ღირს მისი გაკეთება. მიახლოებით მაინც?
პასუხი:

მოგესალმებით,
კონკრემენტი ანუ კენჭი, არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი.
დიახ ჩვენს კლინიკაში კეთდება ეს ოპერაცია და ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით ,თუ რომელ ანატომიურ სტრუქტურებში მდებარეობს კონკრემენტი, როგორია მისი ზომა და მიღწევადობის სირთულე,ასევე როგორია ჩარევის სახეობა ,ოპერაციის შემდგომი დაყოვნების ვადები და მკურნალობის მოცულობა .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა