მოგესალმებით,
ტექსტში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- სათესლე ჯირკვლების ასიმეტრია;
- რა არის ვარიკოცელე;
- როდის ვითარდება ვარიკოცელე;
- რომელი კვლევები ტარდება დიაგნოსტირებისთვის;
- ვარიკოცელეს მკურნალობა.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. შესაძლოა, სათესლე ჯირკვლების ასიმეტრია, დაკავშირებული იყოს ვარიკოცელესთან (სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება). იგი შესაძლოა, განვითარდეს მაშინაც, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა იმ ვენური აუზის ობსტრუქცია, რომელშიც სათესლე ჯირკვლის ვენა ხვდება. ვარიკოცელე სპერმაში აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს.
დიაგნოზს უროლოგი სვამს, რისთვისაც აუცილებელია რიგი გამოკვლევების ჩატარება, მაგალითად: ექოსკოპია და დოპლეროგრაფია სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად. ექიმი ვიზუალური დათვალიერებითაც სვამს ვარიკოცელეს დიაგნოზს, მაგრამ აუცილებელია, ის ექოსკოპიური კვლევითაც დადასტურდეს.
ვარიკოცელეს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება, რადგან - უოპერაციოდ ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია.
ოპერაცია აუცილებელია, როდესაც დაავადება ტკივილს ან უნაყოფობას იწვევს. თუ საქმე უსიმპტომო ფორმას ეხება და მამაკაცს არ სურს შვილების ყოლა, ქირურგიულ ჩარევაზე შეიძლება უარი ითქვას.
ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რადგან დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების საწინდარია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მდგომარეობა ობიექტურად, ჩაგიტარდებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!