მოგესალმებით!
პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.
პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად, როგორც მწვავე ანთებითი დაავადება ყველა თანმხლები სიმპტომითურთ. ამ შემთხვევაში ავადმყოფი უჩივის ცხელებას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, მწვავე ტკივილს შორისის, საზარდულის, ბოქვენის, უკანა ხვრელის მიდამოში, მტკივნეულ შარდვასა და დეფეკაციას, თანაც იმდენად მტკივნეულს, რომ ეს მარტივი ფიზიოლოგიური პროცესი გმირობის ტოლფასი ხდება. შესაძლოა, განვითარდეს აბსცესი - წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გადნობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. დაავადება უმეტესად ფარულად ვითარდება და თანდათან იძენს ქრონიკულ სახეს. ქრონიკული პროსტატიტის დროს პაციენტის ჩივილები მრავალფეროვანია: სქესობრივი ფუნქციის დარღვევით დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული.
ენტეროპტოზი
არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავების (განსაკუთრებით, განივი კოლინჯის) მარყუჟები ლოკალიზებულნი არიან თავისი ნორმალური ანატომიური მდგომარეობის ქვევით.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მოქმედებს თუ არა პროსტატიტზე და თუ აქვს გავლენა შარდვის ინტენსივობაზე მოგახსენებთ, რომ დადგენილია, ენტეროპტოზი თავისთავად არავითარ დაავადებას არ იწვევს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავად გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 199 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!