მოგესალმებით,
ტექსტში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- ეტიოლოგია – რა არის თირკმლის კისტა;
- თირკმლის კისტის ტიპები;
- როდის უნდა მიმართოთ ქირურგიულ მკურნალობას.
ზოგადად თირკმლის კისტა მარტივი აგებულების, არასიმსივნურია და არ იწვევს გართულებებს.
ერთეული კისტები არ ჰგავს პოლიკისტური დაავადების დროს წარმოქმნილ კისტებს. თუმცა, არსებობს მათი რამდენიმე ტიპი:
- სოლიტარული კისტა;
- კისტებდერმოიდული კისტა;
- მულტიკისტოზი;
- პოლიკისტოზი.
თქვენს შემთხვევაში, თუ იგი მატულობს ზომაში და მეზობელ ორგანოებს აწვება, არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, ასევე, იწვევს ტკივილს და არსებობს მისი გასკდომის საშიშროება, მაშინ უნდა მიმართოთ ქირურგიულ მკურნალობას.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას გაეცნობა ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ქირურგიული მკურნალობის და რეაბილიტაციის შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!