ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ქირურგია
მწვავე პანკრეატიტი - ქირურგია
07 დეკემბერი 2020კითხვა: გამარჯობა, დამიდგინეს მწვავე პანკრეატი და მაინტერესებს რამდენად მავნებელია სიგარეტის მოწევა ვერ ვანებებ თავს ძალიან მიჭირს გთხოვთ მიპასუხოთ წინასწარ კოლოსალური მადლობა.
პირსინგი - ქირურგია
28 სექტემბერი 2020კითხვა: პირველ რიგში გამარჯობა. არ ვიცი ამაზე თუ გაქვთ პასუხი ან თუ ავხსნი კარგად,მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. დაახლოვებით 3 კვირის წინ ცხვირზე გავიკეთე პირსინგი(გვერდით მხარეს) ანუ ჩვეულებრივად კარგად იყო უკვე და ერთი 5 დღის უკან ვიყოდე სხვა საყურე ,მაგრამ ზომით ცოტა დიდი აღმოჩნდა. მაინც ძალით ვაწექი და სააბოლოდ რაღაც დონემდე კი გავიდა და მერე ტკივილი რომ ვიგრძენი თავი დავანებე. ამ ყველაფრის შემდეგ ნახვრეტში რაღაცნაირად მქონდა და არ ვიცი რა მეგონა და რატომ გავაკეთე ეს,მაგრამ ვაწექი ფრჩხილებით,უეცრად კი შინაგანი კანები ამომეწია თუ რაც არის,არ ვიცი! ახლა ესე ამოწეულია საკმაოდ დიდი ნაწილის კანი და მადევს ზემოდან. უკვე 4 დღეა ! ამგვარად აშკარად გავიღიზიანე და თან თავიდან შესახორცებელია ,თითქოს ახლახანს გავიხვრიტე. ანუ რა მაინტერესებს,შესაძლებელია ეს კანები მოშუშდეს და მომძვრეს ან რამე ,თუ ასე დამრჩება სულ? გთხოვთ მიპასუხეთ თუ გაიგეთ საერთოდ რა ვთქვი. (მაპატიეთ რომ ამ სისულელეზე გაწუხებთ) წინასწარ დიდი მადლობა!
ზურგის ტკივილი - ქირურგია
09 სექტემბერი 2020კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს დაზიანებული ნაღველი შეიძლება იწვევდეს ზურგის ტკივილს და წვას. მადლობა
მოციმციმე არითმია, საყლაპავის თიაქარი - ქირურგია
29 აგვისტო 2020კითხვა: გამარჯობა. პერიოდულად მეწყება მოციმციმე არითმია, მხოლოდ კორდარონის გადასხმა მშველის სხვა არაფერი, ყოველდღე მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მუცლის ღრუდან გულმკერდისკენ რაღაც ძალიან მაწვება და სუნთქვა მიძნელდება, ხან შუადღიდან საღამომდე მაწვალებს თუმცა ჰაერის უკმარისობა არ მაქვს, ცოტახის წინ დამიდგინეს საყლაპავის თიაქარი, ეამლები ვსვი, მაგრამ უშედეგოდ. თუ შეიძლება მითხარით საყლაპავის თიაქარს თუ შეუძლია მოციმციმე არითმია გამოიწვიოს ან სუნთქვის გაძნელება. გმადლობთ წინასწარ.
შეხორცებითი გაუვალობა - ქირურგია
24 აგვისტო 2020კითხვა: გამარჯობა,მაქვს სამი საკეისრო გაკეთებული.პირველი 10 წლის წინ.ბოლო 1 წლის წინ.ეხლა გავიკეთე წვრილ ნაწლავზე ოპერაცია ღია წესით.შეხორცებითი გაუვალობა.სტრანგულაცია ,ვიცი რო არის ალბათობა რეციდივის.რამდენი პროცენტია რეციიდივის ალაბათობა?და ასეთი ოპერაცის მერე თუ კეთდება ლაპარასკოპია?
მთქნარება, საყლაპავის დიაფრაგმის პათოლოგია - ქირურგია
27 ივლისი 2020კითხვა: მოგესალმებით, მაწუხებდა ხანადახან სუნთქვის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავ მთქნარება. ღამით არაფერი მაწუხებს. ხანდახან ძალიან იშვიათად მაქვს გულძმარვა თუ ძალიან ცხიმიანს შევჭამ და მაქვს ეს უკვე ხშირად ბოყინი, ექიმმა მითხრა საყლაპავი მილის დიაფრაგმის პრობლემაა და მხოლოდ სწორი კვება დამინიშნა, არანაიირი წამალი, იქნებ მითხრათ რა მეკრძალება რა შეიძლება ვჭამო, გვირილის ჩაი ან ყავა თუ შეიძლება, პური შავი თუ თეთრი, მადლობა წინასწარ
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
