მწვავე პანკრეატიტი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, დამიდგინეს მწვავე პანკრეატი და მაინტერესებს რამდენად მავნებელია სიგარეტის მოწევა ვერ ვანებებ თავს ძალიან მიჭირს გთხოვთ მიპასუხოთ წინასწარ კოლოსალური მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის მწვავე პანკრეატიტი;
  • რას იწვევს პანკრეასის ანთება;
  • პანკრეატიტის მკურნალობა;
  • თამბაქოს მოხმარება პათოლოგიის დროს.

მწვავე პანკრეატიტი ანუ კუჭუკანა ჯირკვლის ანთება და პანკრეონეკროზი ერთ-ერთ ყველაზე ძნელად სამკურნალო და ცუდი პროგნოზის დაავადებად ითვლება, რაც მეტწილად პანკრეასის ჯირკვლის მდებარეობითაა განპირობებული. თუმცა ექიმთა დიდი ძალისხმევა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები პაციენტებს გამოჯანმრთელების მეტ იმედს აძლევს.
პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას. ანთების დროს ორგანოში არსებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწყებენ თავად ჯირკვლის „მონელებას“.  თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჯირკვალი კარგავს ნორმალურ ფუნქციას.

mwvave_pankreatiti


მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია, ხოლო თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება.
ქირურგიული მკურნალობის დროს მოწმდება, რამდენადაა დაზიანებული კუჭუკანა ჯირკვალი, შემდეგ ხდება, შეძლებისდაგვარად ნეკროზულ ქსოვილთა მოცილება და ადეკვატური დრენირება.
პანკრეატიტის დროს მოწევა, დაავადებასთან შეუთავსებელია. გასაგებია, რომ ბრძანდებით თამბაქოზე დამოკიდებული, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დაავადება საკმაოდ სერიოზულია, დროული მკურნალობა კი, სასიცოცხლო მნიშვნელობის.
მიმართეთ თქვენს ექიმს და სთხოვეთ, დაგეხმაროთ არსებული მდგომარეობის დაძლევაში.
თუ არ გყავთ მკურნალი ექიმი, კლინიკის აქციის ფარგლებში გთავაზობთ ექოსკოპიას და ქირურგის კონსულტაციას მხოლოდ 15 ლარად! ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/full-article/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-15-larad/31430
უშუალო ვიზიტისას დახმარებას გაგიწევთ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიგო ფიჩხაია.


სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა