კითხვა: გამარჯობა, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და კვალიფიციური პასუხებისთვის. გთხოვთ მიპასუხოთ რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ზრდასრულ ადამიანში ჭიპიდან უსიამოვნო სუნი და სისველე,რა გავაკეთო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ჭიპიდან არასასიამოვნო სუნისა და სინესტის გამომწვევია ომფალიტი, რომელიც არის ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
იგი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული.
ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას (გადახვევა და ღრმა წმენდა არ შეიძლება ) რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
თუ რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად გამონადენი მაინც დარჩა, ამ შემთხვევაში ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა ,რაც გულისხმობს დანეკროზებული მიდამოს „მოცილებას“, თუმცა, მანამდე ოპერაციის საჭიროება უნდა დაზუსტდეს ექოსკოპიით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი თავად მოგაწვდით მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციას.
გაითვალისწინეთ, რომ მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, რადგან მარტივი ომფალიტისგანაც კი, არის სეფსისის განვითარების რისკები !

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა