კითხვა: მაინტერესებს აპენდიციტის ოერაცის შემდგომ რამდენად შესაძლოა თიაქარის წარმოქმნა? და რამდენი კილოს აწევა შემილია რომ არ ვანვითარდეს თიაქარი??
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. აპენდექტომია ორგვარია – ღია და ლაპარასკოპიული.
მიუხედავად იმისა, რომ აპენდექტომია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქირურგიული ოპერაციაა, გართულების რისკი მასაც ახლავს თან, თუმცა თიაქარის განვითარება საკმაოდ იშვიათია.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას. ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ შემდეგი საკვები:
- ცხიმიანი ხორცი და თევზი;
- მწარე საკვები, სუნელები;
- ცომეული;
- მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;
- შემწვარი საკვები;
- შებოლილი;
- მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;
- ცხიმიანი ყველი და რძე;
- გაზიანი სასმელები.
რაც შეეხება ე.წ. სიმძიმეების აწევას, ამის შესახებ რეკომენდაცია უნდა მოგცეთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, მას შემდეგ რაც შემოწმდება ოპერაციის შემდგომი პერიოდი და მიმდინარე შეხორცებები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!