მოგესალმებით,
მაღალკვალიფიციური ექიმ-ქირურგის მიერ, თქვენთვის გაცემულ პასუხში იხილავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:
- რა არის საზარდულის თიაქარი;
- საზარდულის თიაქრის გამომწვევი მიზეზები;
- თიაქარი და ვარჯიში;
- როდის არ არის რეკომენდებული საზარდულის თიაქრის ბანდაჟის გამოყენება.
საზარდულის თიაქარი მეტად გავრცელებული პრობლემაა და მწვავე აპენდიციტისა და ქოლეცისტიტის შემდეგ გვხვდება მოსახლეობის 5-8%-ში.
საზარდულის თიაქრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი ფაქტორები:
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
- სქესი,
- ასაკი;
- ჭარბი წონა;
- მუცლის კედლის ტრავმა;
- მძიმე ფიზიკური შრომა.
საზარდულის თიაქარი, ძირითადად ვითარდება როდესაც რბილი ქსოვილი - უმეტესად მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (ბადექონი) ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი - გამოდის მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში.
საზარდულის თიაქრის დროს, ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავი საზარდულის არეში ბარძაყის ზევით ჩადის. ეს დასუსტებული კუნთის ხარჯზე ხდება და საზარდულის არხში არასასურველი ქსოვილი ხვდება.
დიახ, ასეთ დროს თავი უნდა აარიდოთ მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მათ შორისაა ვარჯიშიც.
რაც შეეხება საზარდულის თიაქრის ბანდაჟს, იგი რეკომენებულია, როცა ოპერაცია უკვე ჩატარდა და არსებობს მისი უკუჩვენება. თუ თიაქარი არ გიქმნით დისკომფორტს, არ არსებობს მისი ჩაჭედვის საშიშროება, ბანდაჟის ტარება არ არის რეკომენდებული, რადგან მასაც აქვს უკუჩვენებები.
სხვა დეტალებზე პასუხის მისაღებად, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე.
ჩვენს კლინიკაში, საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობა ტარდება როგორც ლაპარატომიულად, ისე ლაპარასკოპიულად. ამიტომ, ღირებულებაც რა თქმა უნდა განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!