ნაწლავის პოლიპი - ქირურგია

კითხვა: მაინტერესებს ოპერაციის შემდგომ რამდენ ხანშია შესაძლებელი ვარჯიში?
პასუხი:

მოგესალმებით!
ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება. იგი ამოზიდულია ლორწოვანი გარსის დონეზე ბურთისებრი, სოკოსებრი ან დატოტვილი წანაზარდის სახით და ფეხზე ან ფართო ფუძეზე დგას. ფერი მორუხო-მოწითალო აქვს, ზოგჯერ - მუქი წითელი ან მოყვითალო; მისი ზედაპირი ყოველთვის დაფარულია ლორწოთი, ხოლო კონსისტენცია რბილია.
როგორც აღნიშნავთ, უკვე ჩატარებული გაქვთ ოპერაციული მკურნალობა. ამიტომ, უმჯობესი იქნება რეკომენდაციისათვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, გიპასუხებთ ამომწურავად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა