რეფლუს–ეზოფაგიტი, საყლაპავის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. 2 წელზე მეტია, მაწუხებს მკერდის ძვლის უკან მოჭერითი ხასიათის ტკივილები, თითქოს რაღაც გაჭედილი მაქვს. ეს დისკომფორტის შეგრძნება ყელშიც მიჩნდება ხოლმე. არასდროს არ მივლის, ან მაქვს მსუბუქად, ან პირიქით. ვგრძნობ, თითქოს ჩასუნთქვაც მიჭირს და ამის გამო ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, მაგრამ შედეგად უფრო მტკივდება ხოლმე. ერთი წლის წინ გავიკეთე, სპირომეტრია, რენტგენი, პათოლოგია არ ინახა. არ აღმენიშნება ხველა და მსტვენავი სუნთქვა. მაინტერესებს, შესაძლოა ასთმური იყოს რამე? ხელახლა გავიკეთო სპირომეტრია? 1 წლის წინ მინახეს რეფლუქს-ეზოფაგიტი დაავადება, საყლაპავის ხვრელის თიაქრით. მედიკამენტებმა შვება რომ არ მომცა 2 თვიანი მკურნალობით, გადამამისამართა ნევრიპათოლოგთან. მითხრა გაქვს ასთენო-შფოთვითი მდგომარეობა. შვება არ მომცა არც იმან. ვსვავდი ქსანაქსს 0.5მგ, ილგამა და ფევარინი. შემდეგ შევწყვიტე მისვლა ექიმებთან. ახლა კი უარესად ვარ და ვისთან მივიდე ან რა გავაკეთო, არ ვიცი. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე? რამე ქრონიკული ავიკიდე? მეშველება რამე? რა შეიძლება იყოს?დიდი მადლობა წინასწარ. ვარ 18 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა.

მისი მიზეზია კუჭის მჟავე შიგთავსის, უფრო იშვიათად – ნაწლავების შიგთავსის, განმეორებითი რეფლუქსი (უკუდინება) ეზოფაგური სპინქტერის ფუნქციის დარღვევის შედეგად.

კუჭის წვენის ზეგავლენით ვითარდება საყლაპავის ანთება, რაც შედეგად იწვევს ეროზიებისა და წყლულების გაჩენას ნაწიბურების შემდგომი განვითარებით.

რეფლუქს-ეზოფაგიტის გამომწვევი მიზეზია, საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, რომელსაც  ხელს უწყობს კუჭში წნევის მატება,

მისი გამომწვევი ფაქტორებია:

  • სიმსუქნე;
  • ჭამის შემდეგ კუჭის შიგთავსის რაოდენობის მატება;
  • თამბაქოს წევა;
  •  დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი;
  • სხვადასხვა დაავადებები:  სკლეროდერმია, მიოპათია და სხვა.

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე,  ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ეს იყოს საყლაპავის თიაქარი, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან ყოფს.  ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.

 საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს.

ასეთ დროს მოსალოდნელია:

  •  ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  •  დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  •  ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად,  ისე  ქირურგიული ჩარევითაც.

დისტანციურად პასუხის გაცემა  მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული,  ამიტომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში  გასტროენტეროლოგთან, გაიაროთ კონსულტაცია, თუ გამოირიცხება კუჭ–ნაწლავის პრობლემები, მკურნალობაში ჩაერთვება ქირურგი, რომელთან ვიზიტიც აქციის ფარგლებში უფასოა. უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად,   ჩაგიტარდებათ,  საჭიროების შემთხვევაში კვლევები და ყოველივე ამის შემდეგ, დაისმება  ზუსტი დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

კონსულტაციისას თუ საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

გაცნობებთ, რომ ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა