ბილიარული ნალექი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. გთხოვთ მითხრათ ამ პასუხის მიხედვით რა მჭირს. ნაღვლის ბუშტი ზომებით 68_25 _35მმ. შიგთავსი 32მლ (ნორმა უზმოდ 20_25მლ) კედლის სისქე 3,5 მმ.გამკვრივებულია მკვეთრად. ლორწოვანის რელიეფი არამკაფიო. ფსკერზე აღინიშნება ბილიარული ნალექის თხელი ფენა. ნაღვლის ბუშტის ფუძე არ სცილდება ღვიძლის წინა კედელს. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტში ბილიარული ნალექი ძალიან ხშირი მოვლენაა და სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა კორექტული პასუხისთვის უმჯობესია სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ კი, შეარჩევს ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა