მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:
- რა არის ბოყინი;
- რა არის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
- საყლაპავის დიაფრაგმული თიაქრის სახეობები;
- საყლაპავის დიაფრაგმული თიაქრის მკურნალობა.
მოგახსენებთ, რომ ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.
შემაწუხებელი ბოყინის გამომწვევ მიზეზთა შორის შესაძლოა, რომ იყოს თქვენ მიერ აღნიშნული დიაფრაგმის თიაქარი.
საყლაპავის ხვრელის თიაქარი
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც, დიაფრაგმის საყლაპავისეულ ხვრელში კუჭის ნაწილი აღწევს, რაც ამ ხვრელის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გაფართოების შედეგია.
დიაფრაგმის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.
საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს.
საყლაპავის თიაქარის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:
- მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს (შემთხვევათა 80%-ზე მეტი ასეთია);
- პარა-ეზოგაფული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის (შემთხვევათა დაახლოებით 5-15%-ია ასეთი). არსებობს ამავე დროს შერეული ფორმაც.
თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიულად. თქვენს შემთხვევაში, რომელი მეთოდი იქნება საჭირო, ონლაინ რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიროთ ქირურგთან კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!