მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს.
საყლაპავის თიაქრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.
პატარა ზომის თიაქარი პრობლემებს არ იწვევს. დიდი თიაქრის შემთხვევაში კი, პაციენტს შეიძლება აწუხებდეს:
- გულძმარვა;
- ბოყინი;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულისრევა.
ჩივილები მძაფრდება პაციენტის წინ დახრისას, მძიმე ტვირთის აწევისას ან წოლისას.
საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევით.
დისტანციურად პასუხის გაცემა მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდიკაზე.
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !