კითხვა: მოგესალმებით,წელის მიდამოში მაქვს 8-10სანტიმეტრიანი ლიპომა,მოგრძო ფორმის.როგორი ოპერაციული ჩარევა დასჭირდება და რა ღირს,გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომა არის ცხიმოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში.
ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევაც.
ლიპომა ნელა იზრდება. უმეტესად 4-5 სმ-იანია, ჩვეულებრივ, რბილია, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში მკვრივდება. არსებობს ლიპომის ნაირსახეობა - ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.
მიმოწერის რეჟიმში ღირებულებას ვერ მოგახსენებთ, საჭიროა განისაზღვროს რამოდენიმე ნიუანსი, რაც მხოლოდ უშუალო ვიზიტისასაა შესაძლებელი.
ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა და სპეციალისტი თავად გაგცემთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, ამომწურავ პასუხს.
ქირურგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა