მოგესალმებით,
ზოგადად, ყლაპვის გაძნელების ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს.
ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა, სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.
ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.
ძირითადი მიზეზებია:
- კარდიის აქალაზია;
- საყლაპავის დიფუზური სპაზმი;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია და ა.შ.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს ამ შემთხვევაში ყლაპვის გართულებას. თუმცა, აუცილებელია დაინიშნოს დროული მკურნალობა, რათა არ გართულდეს მდგომარეობა და არ განვითარდეს საყლაპავის ობსტრუქცია (დახშობა).
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე.
შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა.
გასტროსკოპია( ენდოსკოპია) შეგიძლიათ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
ქირურგთან უფასო კონსულტაციები კი, ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!