სპლენომეგალია, ნაღველკენჭოვანი დაავადება - ქირურგია

კითხვა: ეხოსკოპიის მიხედვით მაქვს სპლენომეგალია. ნაღველში კი კენჭები, ე.წ. ყრუ ნაღველი მაქვს. რამდენად შეიზლება ნაღველის ასეთმა მდგომარეობამ გამოიწვიოს სპლენამეგალია, სისხლის საერთო ანალიზში ოდნავ მომატებული მაქვს ბაზოფილები 1.9 მაქვს და ლიმფოციტები კი 19. ნორმა წერია 20-40.
პასუხი:


მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ელენთის გადიდება, იგივე სპლენომეგალია უმეტესად მეორეულია. ელენთის პირველადი დაზიანება კი, იშვიათია.
იმ პათოლოგიათა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება ელენთის გადიდების მიზეზად იქცეს, მრავალრიცხოვანია.
ორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროცესში ელენთა განსაზღვრულ როლს ასრულებს. მის წითელ პულპაში ხორციელდება ერითროციტების ხარისხის ერთგვარი კონტროლი, ხდება დაზიანებული ერითროციტების სისხლის მიმოქცევიდან ამოღება და დაშლა.
ანტისხეულების მიერ შებოჭილი ბაქტერიები და სისხლის უჯრედებიც ელენთის მეშვეობით სცილდება სისხლის მომოქცევის სისტემას.
ელენთის ამოკვეთის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ელენთის გადიდება უკავშირდება ისეთ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს, როგორიცაა:

  • ჰემატოლოგიური დაავადებები;
  • მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეული პათოლოგიები;
  • მდგომარეობა როდესაც სპლენომეგალია მკურნალობას არ ექვემდებარება.

ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, თუმცა ელენთის გარეშე მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციური დაავადების რისკი. სწორედ ამიტომ, პაციენტს აუცილებად უტარდება ვაქცინაცია, ჩამოთვლილთა წინააღმდეგ როგორც სპლენექტომიამდე, ისე ამოკვეთის შემდეგ.

  • მენინგოკოკი;
  • პნევმოკოკი;
  • ჰემოფილუს ინფლუენსა.

ნაღვლის ბუშტი კი, მცირე ზომის ტომსიკაა, რომელიც ღვიძლზეა მიმაგრებული.
გარდა ამისა, ნაღველი პასუხისმგებელია ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებაზე. თუ ნაღველი შეგუბდა ან მისი შემადგენლობა შეიცვალა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობა ფერხდება და მის სადინარებში ქვები ჩნდება.
ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების არსებობამ (ქოლედოქოლითიაზი) შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები და თითქმის ყოველთვის საჭიროებს სათანადო მკურნალობას. არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევებს და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.

გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში, სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა