მოგესალმებით,
ნევუსი, იგივე ხალი სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქები ან კანიდან მეტ-ნაკლებად წამოწეული წარმონაქმნებია, რომლებიც თავის, ტანისა თუ კიდურების ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს.
მის ქირურგიულ მოცილებამდე, აუცილებელია მისი დიფერენცირება მელანომასთან.
ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაცია უფასოა, იმ შემთხვევაში თუ ბრძანდებით საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი და არ სარგებლობთ კერძო დაზღვევით.
სხვა შემთხვევაში, ვიზიტის ღირებულებაა 50 ლარი.
წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რომელი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები იქნება საჭირო. ამას თავად ექიმი–სპეციალისტი მოგახსენებთ.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !