დერმოიდული კისტა - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით გავიკეთე დერმოიდული კისტა კუდუსუნზე უკვე 7თვეა, იყო ძალიან რადიკალური ერთ ადგილას უკვე მესამედ შეხორცებული კანი იხსნება სულ დაფარულ ადგილზეა იქნებ მითხრათ ესე შეიძლება მოხდეს სიცხისგან მივდივარ ექიმთან არაფერიაო. მიპასუხეთ გთხოვთ საშიშია რამე თუ ბუნებრივია რთულ ადგილას არის სწორნაწლავის მაღლა მადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. დერმოიდული კისტა, იგივე „ბეწვის ჩაბრუნება“ ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით.
მოგახსენებთ, რომ იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც ზედაპირულად მდებარე კისტის თავისთავად გახსნის შემდეგ პროცესი კონსერვირდება ხოლმე და ქირურგიული ჩარევა აღარ არის საჭირო.
თქვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ შესაძლოა პროცესი ხელახლა გამწვავდა, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ გსურთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა