აპენდექტომია - ქირურგია

კითხვა: ჩემს შვილს, ივლისში გაუკეთდა აპენდრექტომია, ლაპარასკოპიის მეთოდით, ამოკვეთეს ჭია ნაწლავი, თავდაპირველად შევიყვანე საავადმყოფოში მუცლის ტკივილით, ამასთანავე ტკიოდა კუჭიც , ჰქონდა ღებინების შეგრძნება , ანალიზები კარგი იყო , ეხოსკოპიაზეც არაფერი ჩანდა და გადაწყვიტეს ამიტომ ლაპარასკოპია .ოპერაციია ან რამდენიმე დღეში კვლავ დაეწყო ტკივილები, დააწვინეს საავადმყოფოში და ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია, დიეტა დაუნიშნეს .გავიდა ერთი თვე და გრძნობს სისუსტეს, აწუხებს უძილობა და ხანდახან ხშირი შარდვაც . იკვებება ნორმალურად. შესაძლებელია რომ იყოს გართულება?იღლება ადვილად,ხანდახან ნაოპერაციებსაც იტკივებს, ასევე ზურგს, ძალიან ვნერვიულობ, რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მწვავე აპენდიციტის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ჭიანაწლავის დაზიანების ხასიათზე, მის მდებარეობაზე, ავადმყოფის ასაკზე, გართულებათა ხასიათზე.
ტკივილის ლოკალიზაცია ჭიანაწლავის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ტიპური მდებარეობისას ავადმყოფი ტკივილს გრძნობს მარჯვენა თეძოს არეში, მაღლა დგომისას - თითქმის მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რეტროცეკალური მდებარეობისას - მუცლის კიდეებში ან წელში, მენჯში მდებარეობისას - ბოქვენის ზემოთ. აპენდიციტს ხშირად სდევს თან გულისრევა, ზოგჯერ, განსაკუთრებით - დაავადების საწყის სტადიაში, ღებინებაც. კუჭის მოქმედება მეტწილად ნორმალურია. თუ ჭიანაწლავი ბრმა ან სწორი ნაწლავის ან წვრილი ნაწლავის მარყუჟს შორის მდებარეობს, ანთებითი პროცესი შესაძლოა ნაწლავის კედლებზე გავრცელდეს, რაც ნაწლავში სითხის დაგროვებას და ფაღარათს გამოიწვევს.
როგორც აღნიშნავთ, პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ანთებით პროცესებს.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, მეორე შემთხვევაში ზუსტად რა დიაგნოზი დაესვა პაციენტს, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
გირჩევთ, მიმართოთ ისევ მკურნალ ექიმს, რომელიც მოგცემთ მკურნალობის მეთოდის შესახებ რეკომენდაციას. ვფიქრობთ ,კარგი იქნება მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრფიის ჩატარება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა