საზარდულისა და მენჯის მიდამოს ტკივილი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა და წინასწარ მადლობა. ვარ 62 წლის მაქვს მარცხენა ფეხზე საზარდულში ანუ მენჯში შიგნით გაუსაძლისი მაგრამ დროდადრო ტკივილი ისე რომ მიჭირს გადაადგილება. იქნებ ამიხსნათ რა არი და ვის მივმართოთ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ჩივილების გამომწვევი იყოს – საზარდულის თიაქარი.
საზარდულის თიაქარი ვითარდება როდესაც რბილი ქსოვილი - უმეტესად მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (ბადექონი) ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი - გამოდის მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში.
საზარდულის თიაქრის დროს, ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავი საზარდულის არეში ბარძაყის ზევით ჩადის. ეს დასუსტებული კუნთის ხარჯზე ხდება და საზარდულის არხში არასასურველი ქსოვილი ხვდება.
სხვა შემთხვევაში კი, საზარდულის მიდამოსა და მენჯის ტკივილის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა, რომ იყოს:

  • ხერხემლის პათოლოგიები;
  • კოქსართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ბურსიტი;
  • ტენდინიტი;;
  • დისკოს თიაქარი;
  • თეძოს ნერვის ანთება;
  • ოსტეოპოროზი;
  • საშვილოსნოს პათოლოგია მენჯის მიდამოზე გავრცელებით და ა.შ.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ქირურგთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ ქირურგთან უფასო კონსულტაციას, დიაგნოსტირება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და მოგეცემათ მკურნალობის შესახებ, შესაბამისი მითითება.
ასევე, შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ტრავმატოლოგი, რათა გამოირიცხოს მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია.

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა