კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ტეტანუსის სიმპტომები როგორია?
პასუხი:

მოგესალმებით!
ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტეტანუსის ჩხირი იწვევს. ტეტანუსის ჩხირი კი ორგანიზმში ხვდება კანის დაზიანებული საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა მიღებულია დაბინძურებული საგნით.
ტეტანუსს საკმაოდ მძიმე სიმპტომები ახასიათებს და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს, დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 3 დღიდან რამდენიმე კვირამდე. რაც უფრო ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მაღალია სიკვდილიანობა.
ტეტანუსის სიმპტომებია:

  • ტრიზმი (ყბის სპაზმი, კრიჭის შეკვრა);
  • ოპისტოტონუსი;
  • კუნთების უცაბედი, უნებლიე შეკუმშვა/სპაზმი, (განსაკუთრებით ზურგის კუნთების)
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ცხელება და ოფლიანობა;
  • მაღალი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა.

მოსახლეობის უმრავლესობა, ვაქცინაციის წყალობით, ტეტანუსისგან დაცულია, ამიტომ ტეტანუსი, ძირითადად ემართებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ ჭრილობა და არ აქვთ ანტი– ტეტანური აცრა ჩატარებული ან აცრა ჩატარებული აქვთ არასრულყოფილად.
თუ მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ჭრილობა ინფიცირებული იყოს ტეტანუსის ჩხირით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს, მკურნალობა და შემდგომი ვაქცინაცია დამოკიდებულია იმუნიზაციის სტატუსსა და ჭრილობის ბუნებაზე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა