ვიზიტი სპეციალისტთან - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა მარცხენა მხარეს საზარდულთან გამიცნდა ჯირკვალივით რაც ძალიან მტკივნეულია ვის შეიძლება მივმართო და რა შეიძლება იყოს მიზეზი...დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს საზარდულის თიაქარს.
საზარდული თიაქარი ყველაზე ხშირია სხვადასხვა სახეობის თიაქრებს შორის,
საზარდულის თიაქრის დროს, ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავი საზარდულის არეში ბარძაყის ზევით ჩადის. ეს დასუსტებული კუნთის ხარჯზე ხდება და საზარდულის არხში არასასურველი ქსოვილი ხვდება.
საზარდულის არხით, სისხლძარღვები მიემართება მრგვალი მყესისაკენ (რომელიც საშვილოსნოს შემოსაზღვრავს).
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ქირურგთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა