მოგესალმებით,
მრავლობით სიმეტრიული ლიპომატოზი, რომელსაც მადელუნგის დაავადებასაც უწოდებენ, იშვიათი სნეულებაა, რომელსაც ცხიმგროვების სიმეტრიული ზრდა ახასიათებს.
სიმეტრიული ლიპომატოზის მიზეზი დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა რამდენიმე თეორიას განიხილავენ. ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისების უნარის დაქვეითება, სავარაუდოდ, დაავადების ენდოკრინულ ბუნებაზე მიანიშნებს: ენზიმების დეფექტმა ან უჯრედთა ზედაპირის ცვლილებამ შესაძლოა ცხიმის დაშლის შეფერხება გამოიწვიოს და მის დაგროვებამდე მიგვიყვანოს.
მრავლობითი ცხიმოვანი ლიპომატოზის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს ალკოჰოლიც.
ზოგჯერ ლიპომატოზს თან ახლავს სხვა მეტაბოლური დარღვევები ან სნეულებებიც:
- ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჰიპოთირეოიდიზმი;
- ღვიძლის დაავადებები.
მკურნალობა შესაძლებელია, ძირითადად ქირურგიულია, თუმცა თქვენი მეუღლის შემთხვევაში, ამ საკითხზე დისტანციურად ვერ გიპასუხებთ, ეს არაპროფესიული იქნება ჩვენი მხრიდან, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტისას ექიმი პაციენტს გასინჯავს, მისი ავადმყოფობის ისტორიას გამოიკითხავს, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამორიცხავს შუასაყარში ცხიმოვანი კვანძის არსებობას. არის შემთხვევები, როცა დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლიპომის ბიოფსია. ზოგჯერ სისხლში მომატებულია მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე. მკურნალობა ასევე გულისხმობს თანმხლები მეტაბოლური დარღვევების კორექციას და ალკოჰოლზე უარის თქმას.
ქირურგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!