კითხვა: მოგესალმებით, 37 წლის მამაკაცს აქვს ყელში უცხო სხეულის შეგრძნება (ფარისებრი ჯირკვლის მიდამო), აღნიშნავს რომ ყლაპვის დროსაც აქვს დისკომფორტი, უმეტესწილად მყარი საკვების მიღებისას, ზოგჯერ ეს შეგრძნება ნაკლებად შემაწუხებელია, ზოგჯერ მეტად. არის თამბაქოს აქტიური მომხმარებელი. რა სპეციალობის ექიმს მივმართოთ და რა გამოკვლევებია საჭირო? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დისფაგიას, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.

დისფაგია მყარი საკვების ან სითხის პირის ღრუდან კუჭისკენ გადაადგილების გართულებას, გაძნელებას ნიშნავს. ამ დარღვევას ხშირად თან ახლავს ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნებაც (ოდინოფაგია). ზოგჯერ კი, პაციენტს საერთოდ არ შეუძლია ყლაპვა.

ყლაპვის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.

ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.

ძირითადი მიზეზებია:

● კარდიის აქალაზია;

● საყლაპავის დიფუზური სპაზმი;

● გასტროეზოფაგური რეფლუქსი;

● ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია

●   ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს საყლაპავზე ზეწოლა

და ა.შ.

დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს თქვენი მეუღლის შემთხვევაში   შემთხვევაში ყლაპვის გართულებას.

შეუძლია პაციენტს,  მობრძანდეს  ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე.

დაავადების ხასითის დასადგენად დასჭირდება,  თავდაპირველად საკონტრასტო ნივთიერების დალევა და რენტგენოლოგიურ გამოკვლევა, ხოლო შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა.

გასტროსკოპია ( ენდოსკოპია) შეუძლია ჩაიტაროს პაციენტმა  ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

ასევე , შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა .

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა