მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს შეკითხვაზე. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
დიახ, გულ–მკერდის მძიმე ტრავმას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მუცლის ტკივილი;
- ტაქიკარდია;
- არტერიული წნევის მატება და ა.შ.
სასურველია, დაგვიზუსტოთ, ხომ არ დადასტურებულა ნეკნების მოტეხილობა ან ფილტვის დაზიანება.
გირჩევთ, კვლავ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენოთ საქმის კურსში. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ თორაკალურ ქირურგთან კონსულტაციაზე. ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა შეჯერების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!