პანკრეატიტი - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. ორსულობის 26 კვირას გადავიტანე მწვავე პანკრიატიტი ქოლეცისტიტით, საშინელი ტკივილების ფონე. ანალიზის მაჩვენებელი ამილაზების სისხლში 3800 ერთეული იყო. მკურნალობის შედეგად და დიეტით ფონს გავედი და ბავშვიც გავაჩინე ჯანრთელი. უკვე 8თვე გავიდა, მაგრამ ტკივილები ისევ მაწუხებს ხან მარჯვენა ფერდქვეშ ხან მრცხენა. კუჭიც სულ მტკივა ყრუ ტკივილებით. დიეტა არ შემიწყვეტია მას მერე. გადა ვიღე ექოსკოპიური კვლევა და არაფერი საგანგაშო და საოპერაციო არააო. მაინც მტკივა. მინდა,რომ მეორე შვილიც გავაჩინო, მაგრამ მეშინია, პანკრიასი სახუმარო ორგანო არაა. ამჟამად სალხინოს ვსვავ და ცოტა ტკივილები შემიმსუბუქდა. რას მირჩევთ რა შეიძლება მოვიმოქმედო და რა მიმართულებით წავიდე,რომ ვიმკურნალო რა კვლევები ჩავიტარო? გასტროენტეროლოგთან მივედი და ნოშპა დამინიშნა,რომელმაც ალერგია მომცა. მომეცით დეტალური რჩევა და გსითვალისწინეთ,რომ პატარად ძუძუსაც ვაწოვებ და მედიკამენტების მიღებისაგან თავს ვიკავებ.
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია, დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
როგორც მოგვითხრობთ, გადატანილი გაქვთ მწვავე პანკრეატიტი, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებებს შორის.
პანკრეატიტის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი პათოლოგიები:

  • ნაღველკენჭოვანი დაავადება – ქოლეცისტიტი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ა.შ.

პანკრეატიტის კლინიკური ნიშნებია:

  • შემოსარტყლული ხასიათის ყრუ ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიაციით მარცხნივ;
  • მუცლის შებერვა;
  • ყაბზობა;
  • ფაღარათი.

პანკრეატიტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა:

  • კუჭისა და სანაღვლე გზების დაავადების რაციონალური მკურნალობა;
  • ჭარბი კვების აკრძალვა;
  • ცხიმოვანი საკვების შეზღუდვა.

თუმცა, დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ზოგიერთი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა. ამ დროს ტარდება:

  • პანკრეასის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის შესასწავლი ლაბორატორიული კვლევები, განისაზღვრება პანკრეასის ფერმენტების - ამილაზისა და ლიპაზის აქტიურობა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლში გლუკოზის, ელექტროლიტებისა და კალციუმის შემცველობის განსაზღვრა.

ინსტრუმენტული მეთოდები, ჩვეულებრივ, საჭიროა დაავადების გართულებათა გამოსავლენად. ეს მეთოდებია:

  • რენტგენოსკოპია;
  • რენტგენოგრაფია - გვეხმარება პანკრეატიტის გართულებებისა და ტკივილის სხვა მიზეზების დადგენაში.

იმავე მიზანს ემსახურება კომპიუტერული ტომოგრაფია. ის უკეთ ავლენს პანკრეატიტის სიმპტომებსა და მის გართულებებს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევას ქირურგის კონსულტაციით და საჭიროებისამებრ ექოსკოპიით – სრულიად უფასოდ! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/naghvlis-bushtisa-da-sanaghvle-gzebis-gamokvlevas-qirurgis--konsultaciit-da-sachiroebisamebr-eqoskopiit%E2%80%93ufasod.-aqcia-romelic-ar-unda-gamogrchet/31399
ჩვენი კლინიკა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, მზადაა დაგეხმაროთ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა