კითხვა: მოგესალმებით, ჩემს ოჯახის წევრს დაუზიანდა ფეხის თითი. მძიმე საგანი დაეცა. ფრჩხილმა განიცადა სრული დეფორმაცია, იცვალა ფერი (გალურჯდა). თუ რაიმე ზეწოლას გრძნობს თითზე ტკივა. ასევე გასქელდა ფრჩხილის სტრუქტურა. იქნებ დამაკვალიანოთ არის თუარა შესაძლებელი მსგავსი პრობლემის აღმოფხვრა თუნდაც ქირურგიული ჩარევით ამ რაიმე მედიკამენტური მკურნალობით.? უღრმესი მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ფრჩხილის გარკვეულ ადგილებში მიღებული ტრავმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს ფრჩხილის ფერი და სისქე.
პაციენტმა აუცილებლად მიმართოს შესაბამის სპეციალისტს, რათა დადგინდეს ამ ცვლილების ზუსტი მიზეზი ( ხომ არ დაერთვის მას სოკოვანი ინფექცია ) , რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მკურნალობის მეთოდზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დავსახავთ მკურნალობის გეგმას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !