საყლაპავის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობათ საკვების მიღების შემდეგ საგრძნობლად იმატებს კუჭში და მუცელში გაზების რაოდენობა რაც დისკომფორტს და ტკივილს იწვევს გულმკერდის არეში. შესაბამისად მიწევს ბოყინის გამოყენება რომ დისკომფორტი მომეხსნას მაგრამ ამაოდ ბოყინმა შეიძლება მთელ ღამეს გასტანოს მაგრამ გაზები მაინც დარჩეს. ექიმმა საყლაპავის თიაქრის დიაგნოზი დამისვა. 8 დღის თავზე წამლებმა მინიმალური შედეგი მომცა მხოლოდ.ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვიქცე.
პასუხი:

მოგესალმებით,
საყლაპავის თიაქრის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ ის ასაკთან ერთად, დიაფრაგმის დასუსტების შედეგად ან მუცლის ღრუში მაღალი წნევის არსებობის ფონზე ვითარდება. საყლაპავის თიაქარი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
თვითონ საყლაპავის თიაქარს იშვიათად აქვს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება.
ასეთ შემთხვევაში, საყლაპავის ბოლოში არსებული სარქველი სათანადოდ ვერ მუშაობს. ამ დროს, შესაძლოა საყლაპავი ძალიან დაზიანდეს, რადგანაც მისი დაცვა კუჭის წვენისგან სათანადოდ არ ხდება.
საყლაპავის თიაქრის ორი ძირითადი სახეობა არსებობს: მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს (შემთხვევათა 80%-ზე მეტი ასეთია) და პარა-ეზოფაგული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის (შემთხვევათა დაახლოებით 5-15%-ია ასეთი). არსებობს, ამავე დროს, შერეული ფორმაც.
პატარა ზომის თიაქარი პრობლემებს არ იწვევს. დიდი თიაქრის შემთხვევაში კი, პაციენტს შეიძლება აწუხებდეს გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისრევა.
თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული წესით.
თქვენს შემთხვევაში, რომელი მეთოდი იქნება საჭირო, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი, ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკური კვლევების შემდეგ, თავად მოგაწვდით ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეა – ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა