ნაღვლის ბუშტის პოლიპები - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. დამიდგინეს ნაღვლის ბუშტში პოლიპები დიდი რაოდენობით ყველაზე დიდ 11 მმ.მითხრეს იგივე სიმსივნეაო და მაინტერესებს ამოჭრის ოპერაციის შემდეგ რამე საშიშროება ხომარარის.გთხოვთ უყურადღებოდ არ დამტოვოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. როდესაც ნაღვლის ბუშტში 5 მმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე ერთეული პოლიპი აღმოჩნდება, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. თუ ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი ანუ მრავლობითი პოლიპი ნაღველკენჭოვან დაავადებასთან არის შერწყმული, ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა - ქოლეცისტექტომია. აღნიშნული დაავადების დროს სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპერაცია აუცილებელია პოლიპების ავთვისებიანი ბუნებისა და მოსალოდნელი მალიგნიზაციის საფრთხის გამო განურჩევლად მათი დიამეტრისა და ზომებისა.
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ზოგადად კი, ქოლეცისტექტომიის შემდეგ, პაციენტთა უმეტესობას სწორედ ცხიმის მონელების პრობლემა ექმნება, ამიტომ, პოსტოპერაციულ პერიოდში უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი კვება (დიეტა), რაც დაგეხმარებათ დისკომფორტის თავიდან აცილებაში და გაგიადვილებთ მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან შეგუებას.
ოპერაციის შემდგომ დღეებში უნდა მიიღოთ თხიერი საკვები, ჩაი და ორცხობილა.
თავი აარიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, ცხიმიან ხორცს, რძეს, კარაქს, შოკოლადს.
პაციენტთა უმრავლესობა ერთ თვეში უბრუნდება კვების ნორმალურ რეჟიმს, თუმცა აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.
ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია ყველა ტიპის ქირურგიული მანიპულაციის და ოპერაციის ჩატარება.
გასინჯვის დროს თქვენ მოგეცემათ ყველა რეკომენდაცია და განმარტება, შეირჩევა მკურნალობის მეთოდი და გეგმა.

კლინიკის აქციის ფარგლებში ქირურგთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა