მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს მთქნარებას;
- რა იწვევს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს;
- დიაფრაგმული ხვრელის ჩივილები.
მთქნარება რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, რომელიც იწვევს ტვინის გააქტიურებას და ორგანიზმის გამოღვიძებას. ასევე, იგი „აგრილებს“ ტვინს და გვეხმარება, უკეთ ვიაზროვნოთ.
მთქნარების გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამოდენიმე შეხედულება, ესენია:
- შაქრიანი დიაბეტი;
- ცდომილი ნერვის სისხლძარღვებზე ზემოქმედება;
- ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევა;
- აპნოე.
რაც შეეხება საყლაპავის დიაფრაგმას, მას აქვს პატარა ხვრელი, რომელშიც გაივლის საყლაპავი, რათა შეუერთდეს კუჭს, კუჭის ნაწილი კი,ზოგჯერ შეიძლება ამ ხვრელში შემოძვრეს და გამოიწვიოს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი.
შემთხვევათა უმეტესობაში, პატარა ზომის თიაქარი არ იწვევს პრობლემებს და შეიძლება არც იცოდეთ მისი არსებობის შესახებ სანამ თქვენი ექიმი მას შემთხვევით არ აღმოაჩენს.
სხვა შემთხვევაში, იგი იწვევს ისეთ ჩივილებს როგორიცაა:
- გულძმარვა;
- ბოყინი;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულისრევა.
თვითმკურნალობა და წამლების მიღება ამ სიმპტომებს აქრობს, თუმცა, ხანდახან დიდი თიაქრის დროს აუცილებელი ხდება ოპერაციის ჩატარება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიროთ ქირურგთან კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი, ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკური კვლევების შემდეგ, თავად მოგაწვდით ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
უშუალო ვიზიტისას დახმარებას გაგიწევთ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიგო ფიჩხაია.
ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!