ფრჩხილის ტკივილი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.გთხოვთ მითხრათ რა მჭირს .მხოლოდ ერთ თითზე ფრჩხილი თუ მომიხვდა რამეზე საშინელი ტკივილი მაქვს თითქმის შეწუხებამდე.
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ საქმე ეხება  ფრჩხილის ანთებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვია მიკრობების  კანიდან მოხვედრამ.

თუ სხვა სიმპტომებსაც უჩივით, მაგალითად  როგორებიცაა:  გაწითლებული და შეშუპებული თითი, შესაძლოა ვივარაუდოთ ფრჩხილის ჩაბრუნება.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან  2 02 25 25.

საჭიროების შემთხვევაში, ქირურგი თავად გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა