დიაფრაგმის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. გულ-მკერდის ძლიერი ტკივილების შემდეგ დამიდგინდა საყლაპავის მილის დიაფრაგმის თიაქარი, საკმაოდ დიდი ზომის (გასტროსკოპიით), რაც რენტგენზე საერთოდ არ გამოჩნდა. თითქმის ყოველდღე მეწყება მკერდში შეტევის მსგავსი ძალიან ძლიერი ტკივილი, რასაც მოსდევს სუნთქვის გაძნელება და გულის საგრძნობლად აჩქარება. მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს შემოტევები და სუნთქვის დახშობის გამომწვევი ხომ არ არის? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
საყლაპავის ხვრელის თიაქარი მოსახლეობის 25%-ს აწუხებს. დიაფრაგმა გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი ორგანოა, ერთგვარი გუმბათისებური კუნთი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სუნთქვის პროცესში.
საყლაპავის ხვრელის თიაქარი მდგომარეობაა, როდესაც დიაფრაგმის საყლაპავისეულ ხვრელში კუჭის ნაწილი აღწევს, რაც ამ ხვრელის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გაფართოების შედეგია.
დიაფრაგმის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი.
საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  • ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევით.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა