მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში გადაწყვეტით ვერ მოგახსენებთ, თუმცა დიახ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ნაღვლის ბუშტის ბილიარული ნალექი, რომელიც საკმაოდ ხშირი მოვლენაა და სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს. კორექტული პასუხისთვის უმჯობესია, სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ კი, შეარჩევს ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ქირურგის კონსულტაციას + მუცლის ღრუს ექოსკოპია, ყველაზე დაბალ ფასად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-qirurgis-konsultaciasa-da-muclis-ghrus-eqoskopias/31649
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!