კითხვა: გამარჯობა,57 წლის ქალბატონს 3 წლის წინ ქონდა გადატანილი მწვავე კუჭის ტკივილი. ვიკვებებოდით დიეტურად მაგრამ კბილების არ ქონის გამო თეთრ და დაუმბალ კარაქიან პურს ჭამდა 2-3 კვირა ყოველ დღე დიდი რაოდენობით ნახევრად დაუღეჭავს .ერთ დღეს გულზე დაადგა და გაუარესება გამოიწვია მოხარშულმა კვერცხმა სუნთქვას უფერხებდა .ამის შემდეგ ცოტა უკეთესობა იგრძნო,სუპი ჭამა თხელი.მეორე დღეს მოხარშული მსხვილი ვაშლები დავუდე და გაუმძაფრდა მდგომარეობა და ვეღარ ჭამს.გულზე ადგება.საყლაპავის მილის ადგილას.გახდა და დასუსტდა.მხოლოდ წვენებს სვავდა.წყალსაც არ ატარებდა თავისუფლად საყლაპავი დრო ჭირდებოდა რომ გულიდან დადგომა გასულიყო .რა მდგომარეობაა და როგორ ვიკვებოთ და ქაცვის ზეთი თუა ეფექტური.დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქმე ეხება დისფაგიას.
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
დისფაგია მყარი საკვების ან სითხის პირის ღრუდან კუჭისკენ გადაადგილების გართულებას, გაძნელებას ნიშნავს. ამ დარღვევას ხშირად თან ახლავს ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნებაც (ოდინოფაგია). ზოგჯერ კი, პაციენტს საერთოდ არ შეუძლია ყლაპვა.
ყლაპვის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.
ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.
ძირითადი მიზეზებია:
● კარდიის აქალაზია;
● საყლაპავის დიფუზური სპაზმი;
● გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
● ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია და ა.შ.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს ამ შემთხვევაში ყლაპვის გართულებას. თუმცა, აუცილებელია დაინიშნოს დროული მკურნალობა, რათა არ გართულდეს მდგომარეობა და არ განვითარდეს საყლაპავის ობსტრუქცია (დახშობა).
უმჯობესია, მობრძანდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე.
დაავადების ხასითის დასადგენად დასჭირდება თავდაპირველად საკონტრასტო ნივთიერების დალევა და რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ხოლო შემდეგ, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური გამოკვლევა.
გასტროსკოპია ( ენდოსკოპია) შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში , ფასდაკლებით .
ინფორმაცია უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas 
ქირურგთან უფასო კონსულტაციები კი, ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა