კითხვა: გიგრომა მაქვს 6 წელია. 6 წლის წინ ონკოლოგმა მითხრა არაა აუცილებელი ოპერაციაო. პერიოდულად მაწუხებდა და ვიღებდი წამლებს. ეხლა ზომაში ცოტათი გაიზარდა. საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიგრომა ეს არის ერთგვარი ბუშტუკი, რომელიც სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. ჰიგრომა არ არის ავთვისებიანი, მაგრამ მკურნალობა საჭიროა. კონსერვატული მკურნალობა ხშირად შედეგიანი არ არის, საჭიროა მისი ქირურგიული გზით მოშორება, არის რეციდივის შემთხვევები.
რაც შეეხება ოპერაციის აუცილებლობის საკითხს, ეს ყოველთვის პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა