მოგესალმებით,
ქირურგიულ დაავადებებს შორის პანკრეატიტი ანუ კუჭუკანა ჯირკვლის ანთება ერთ-ერთ ყველაზე ძნელად სამკურნალო დაავადებად ითვლება, რაც მეტწილად პანკრეასის ჯირკვლის მდებარეობითაა განპირობებული. თუმცა, ექიმთა დიდი ძალისხმევა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები პაციენტებს გამოჯანმრთელების მეტ იმედს აძლევს.
ზოგადად, მწვავე პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მწვავე ტკივილი. ტკივილი აწუხებს თითქმის ყველა პაციენტს და ახასიათებს რიგი თავისებურება,
ტკივილი ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, მის შუაში ან მარცხნივ. ხშირია ტკივილის ირადიაცია ზურგისაკენ.
შეინიშნება ტკივილის თანმხლები სხვა სიმპტომებიც:
- ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შვება;
- ცხელება, შემცივნება;
- მუცლის შებერვა;
- გულისცემის აჩქარება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტკივილი, ცხელება, სითხის დაკარგვა ღებინების, შიმშილის გამო ან წარმოადგენდეს კომპენსატორულ მექანიზმს შინაგანი სისხლდენისას.
- სისუსტე;
- გონების კარგვა;
- კონცენტრირების უნარის კარგვა;
- თავის ტკივილი.
დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ზოგიერთი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიაროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათს და შაბათს და მიიღოთ ზუსტი პასუხი, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე.
გაცნობებთ, რომ პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!