წელის ტკივილი - ქირურგია

კითხვა: წელიწადია წელის ტკივილი მაწუხებს რეზონანსული ტომოგრაფიაც გადავიღე ხერხემლის ბრალი არააო,შემდეგ მითხრეს სხვა ექიმმა კუნთების დაჭიმულობა,სასწაულად მტკივა რაგავაკეთო უკვე არვიცი გთხოვთ დამაკვალიანოთ, მალამოც ვიხმარე ბევჯერ,ფიზიოთერაპია ჩავიტარე ერთხელ მხოლოდ ამან დროებით მიაყუჩა მაგრამ ცხოვრების გრაფიკი ასეთია მთელიდღე ფეხზე ვარ, მადლობა წინასწარ, ტელეპონზე თუ მიპასუხებთ მესიჯით მადლობელი ვიქნები მაილი არმაქ ამჟამად
პასუხი:

მოგესალმებით,
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
● გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
● მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
● შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
● მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
● ვირუსული დაავადებები;
● თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
● ზურგის ტვინის თიაქარი.
საჭიროა დავაზუსტოთ, რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი, რამდენადაა დამოკიდებული მდებარეობაზე, ძლიერდება თუ არა წოლის, ჯდომის ან დგომის დროს, ახდენს თუ არა ტკივილზე გავლენას ტანის წინ გადახრა, ხველა, დაცემინება, დაძაბულობა და ა.შ.
უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, რათა პირველ რიგში თქვენი მდგომარეობა შეაფასოს ქირურგმა. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ დამატებით სხვა სპეციალისტთან.
გაცნობებთ, რომ კლინიკის აქციის ფარგლებში ქირურგთან უფასოდ შეძლებთ კონსულტაციის გავლას, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26   

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა