მოგესალმებით,
ომფალიტი, ეს არის ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
იგი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული.
ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას (გადახვევა და ღრმა წმენდა არ შეიძლება ) რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
თუ რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად გამონადენი მაინც დარჩა, ამ შემთხვევაში ხდება საჭირო ქირურგიული ოპერაციის საჭიროება.
რაც გულისხმობს დანეკროზებული მიდამოს „მოცილებას“, თუმცა, მანამდე ოპერაციის საჭიროება უნდა დაზუსტდეს ექოსკოპიით.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი თავად მოგაწვდით მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციას.
გაითვალისწინეთ, რომ მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, რადგან მარტივი ომფალიტისგანაც კი, არის სეფსისის განვითარების რისკები !
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,28 წლის ბიჭს უკვე ერთი წელია ჭიპის პრობლემა შეექმნა.3_ჯერ ქირურგმა ამოუსუფთავა ჩირქისგან და ბეწვებისგან.ისევ ჩაგროვდა და ეხლა უთხრა საოპერაციო ხარო.ინტერნეტში ვნახე რომ ეს ომფალიტი ყოფილა,მაგრამ როგორი სირთულის ოპერაციაა და ჭიპზე რა სახის ოპერაცია კეთდება ვერსად მოვიძიე.იქნებ ამიხსნათ რამდენად რთული ოპერაციაა და რას ქვია ჭიპის მოჭრაა საჭიროვო. მადლობა წინასწარ.
პასუხი: