ქალის სასქესო ჰორმონები და ჰემანგიომა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 46 წლის აბსოლუტურად ყველაფერი მაწუხებს მაქვს ქალური პრობლემები. კყჭ-ნაწლავის პრობლემა .ახლა აღმომაჩნდა ჰემანგიომა. თავბრუს ხვევა. ყველა მმიმართულების ექიმის დანიშნულება მივიღე მაგრამ მაინც არ ვარ ჯანმრთელად .მოკლედ მაინტერესებს კონკრეტულად რა გამოკლევა ჩავიტარო ,რომ ვიცოდე ზუსტი დიაგნოზი და ასე არ მაყრევინონ ფული. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

ჰემანგიომა

ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება.
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით.
დასაზუსტებელია, რა ტიპის ჰემანგიომაზეა საუბარი, რა ზომისაა, მისი კონკრეტული ლოკაცია და ა.შ.
ვფიქრობთ, რაკი აღნიშნავთ „ქალურ პრობლემებს“ შესაძლოა, საუბარი გქონდეთ ღვიძლის ჰემანგიომაზე, რადგან ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას, ისინი უმეტესად მცირე ზომისაა, ჩივილებს არ იწვევს და პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
მცირე ზომის ჰემანგიომის შემთხვევაში დაკვირვება დინამიკაში გეგმური ულტრაბგერითი კვლევებით სავსებით საკმარისია.
გამოკვლევების სიხშირე, ჩვენს კლინიკაში, პაციენტებს ინდივიდუალურად ერჩევა.
დიაგნოსტირებული ჰემანგიომის ექოლოგიური გამოკვლევა, საშუალოდ, ექვს თვეში ერთხელ საკმარისია, მაგრამ თუ დიდი ზომისაა, შესაძლოა უფრო ხშირადაც დაგვჭირდეს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით, რომელებიც ნიშნავენ აპრობირებული მეთოდებითა და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა და ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ. შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს გასტროენტეროლოგი, ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა