ცუდი სუნის მქონე გამონადენი ჭიპიდან - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. 4 დღის წინ მქონდა ჭიპიდან ცუდი სუნის გამონადენი 2 ჯერ. ვიყავი ქირურგთან რაგაც გაურკვევლად მითხრა.. მითხრა რომ ანუ შიგნიდან ჭიპი მიდის ღვიძლისკენო და ამის ბრალია გამონადენიო და ოპერაცია გჭირდება ანუ უნდა გადაიჭრასო და პრობლემაც მოგიგვარდებაო. და ინებ ამიხსნათ რა არის? არ ვიცი ვენდო თუ არა და გავიკეთო ამის გამო ოპერაცია.. ან რომ არ გავიკეთო საშიშია? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ჭიპიდან არასასიამოვნო სუნისა გამომწვევია ომფალიტი, რომელიც არის ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
იგი შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის:

  • ჩირქოვანი;
  • ფლეგმონური;
  • ნეკროზული.

ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას (გადახვევა და ღრმა წმენდა არ შეიძლება ) რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
ქირურგიული ჩარევა კი, გულისხმობს დანეკროზებული მიდამოს „მოცილებას“, თუმცა, მანამდე ოპერაციის საჭიროება უნდა დაზუსტდეს ექოსკოპიით. რაც სავარაუდოდ დააზუსტა თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
თუ გსურთ, მოისმინოთ ალტერნატიული მოსაზრება, შეგიძლიათ, რომ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ, ექიმი თავად მოგაწვდით მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციას.
გაითვალისწინეთ, რომ მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, რადგან მარტივი ომფალიტისგანაც კი, შესაძლოა განვითარდეს სეფსისი!

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა