მოგესალმებით,
ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნქციათა კორექციის მიზნით პაციენტის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექსური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევებითა და შეერთებით ხორციელდება.
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი სხვადასხვაა ,კერძოდ შეიძლება ეს იყოს : სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
როგორც ჩანს, თქვენ უკვე მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც საგანგაშოდ არ მიიჩნია არსებული სიტუაცია .ამ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ ,რომ ყველაზე მეტად, სწორედ მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში , მოცემულ რეკომენდაციებში შეიტანოს ცვლილებები .
ასე რომ, თუ თქვენ თვლით ,რომ საკითხი მეტად სერიოზულია ,კვლავ დაუკავშირდით, ან მიიყვანეთ პაციენტი მასთან კონსულტაციაზე, თხოვეთ დეტალური განმარტებები და მოქმედება .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს მამაჩემს გაუკეთეს შარდის ბუშტზე ოპერაცია გაწერის დღიდან სადაც მილა დრენაჟი ჩასმული ამოდის სისხლი 12 დღე გადის და სდის ექიმი მეუბნება კანქვეშა კაპილარიდან მოსდის და შეჩერდებაო დღეს გავუკეთე სისხლის საერთო ანალიზი და გემოგლობინი ნორმაზე დაბალია ლეიკოციტები მაღალია ანთებითი პროცესია აშკარად როგორ უნდა შეჩერდეს სისხლდენა?
პასუხი: